2021
გუდიაშვილის მოედანის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები
ბ. ახოსპირელის ქუჩის 1/2 ნომერში ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ფარგლებში შენობის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. თბილისის განვითარების ფონდმა სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულიდან პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.როგორც მოსალოდნელი იყო, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, სარეაბილიტაციო მისამართებზე დაფიქსირდა საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები.
ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება.
გამომდინარე აღმოჩენების მნიშვნელოვნებიდან, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, საიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში სარდაფების გასუფთავების სამუშაოებში ჩართული არიან ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.
აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლი. გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას.
მისამართი: ახოსპირელის ქ. 1/2
მისამართი: ახოსპირელის ქ. 1/2