გარემოს დაცვა და ეკოლოგია
2018-2021 წლებში გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განვითარდა და გადახალისდა ქალაქის მწვანე ლანდშაფტი.
მოეწყო 1000 სკვერი და 15 პარკი, დაირგა 215 000 ძირი მწვანე ნარგავი, გამწვანდა 12 ჰექტარზე არსებული გზა გამყოფი კუნძულები. თბილისს დღეს გააჩნია 100 ჰექტარი განახლებული, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე და 20 ჰექტარი აღდგენილი ტყე.
დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა ნარჩენების მართვის სტრატეგია, რაც გულისხმობს ნარჩენების სეპარაციას და გადამუშავებას. ამასთანავე, ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციის მიზნით დაიწყო სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის პროექტების ჯამური ბიუჯეტი 100 000 000 ლარით გაიზარდა.
რუკაზე
ურბანული განვითარება და მდგრადი მობილობა
თბილისის სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკა ეფუძნება განვითარების ერთიან ხედვას, ასახავს 2019 წლის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და მდგრადი ურბანული მობილობის პრინციპებსა და ემსახურება დედაქალაქის სისტემურ ტრანსფორმაციას მდგრადი და ინკლუზიური მომავლისაკენ.
პოლიტიკის მიღწევები აერთიანებს - მიწათსარგებლობის ახალ სტანდარტებს, მზარდ მწვანე ინფრასტრუქტურას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბურ რეფორმას, პარკირების მართვის ახალ სისტემას, აქტიური და უმოტორო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თბილისში ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირებას.
რუკაზე
ინფრსატრუქტურული პროექტები
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5.400.000 კვ.მ . ფართობის გზის საფარი. მათ შორის აღსანიშნავია ჭავჭავაძის გამზირის და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ასევე დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა. სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები კი ჩატარდა 422 ქუჩაზე, ამასთანავე აშენდა 3 გზაგამტარი და რეაბილიტირდა 10 ხიდი.
აღსანიშნავია წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტები, რომელიც 58 ლოკაციაზე განხორციელდა. საყრდენი კედელი კი 383 მისამართზე მოეწყო. ვაკის რაიონში, მზიურის პარკში მდებარე საბაგირო გზის სადგურს რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სადაც მინიმალისტური გალერეა განთავსდება.
რუკაზე
“ახალი ტიფლისი”
პროექტი „ახალი ტფილისი“, აერთიანებს 1. მსხვილი, ისტორიული ძეგლებით მდიდარი არეალების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანია ქალაქის მასშტაბით დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარება და შეკვრა, 2. დიდ ტურისტულ მარშრუტში უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების აღდგენის პროგრამას, 3. ისტორიული და მაღალმხატვრული ღირებულების სადარბაზოების აღდგენა-განახლების პროგრამას, 4. ძალიან საინტერესო და ღირებული მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამას და 5. ისტორიული, მწვანე რეკრეაციული სივრცეების აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამას და ერთმანეთთან დაკავშირებას.
“ახალი ტფილისის” ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 48 მისამართზე. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს 33 კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე, 10 ისტორიულ სადარბაზოსა და ერთ ისტორიულ მუზეუმზე. აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამურად დახარჯულია 200.000.000 მლნ ლარი.
რუკაზე
ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა
2018-2021 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სერვისით 800 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის, ჯანდაცვის პროგრამებით – 185 000-ზე მეტმა პირმა. საქართველოსა და საზღვარგარეთ კლინიკებში, ოპერაციის, სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების კუთხით, 61 000 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც 53 მილიონ 208 ათასი ლარი გამოიყო.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაწეული დახმარების პროგრამებით, საანგარიშო პერიოდში, 34 000-მდე ბავშვმა ისარგებლა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროგრამით, ყოველწლიურად 3 500–ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.
რუკაზე
კულტურა, განათლება, სპორტი, ახალგაზრდობა
2018-2020 წლებში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით თბილისში განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, ამოქმედდა ახალი პროგრამები და სერვისები განათლების, ახალგაზრდობის, დასაქმების ხელშეწყობის, სპორტისა და კულტურის მიმართულებით, დაფინანსდა 2000-ზე მეტი პროექტი. სწავლა დაუფინანსდა 5 000–მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, წარჩინებული მაგისტრანტების სასტიპენდიო პროგრამით ისარგებლა 1 400-მდე წარმატებულმა მაგისტრანტმა, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა გაიარა 4 000-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა (დასაქმების მაჩვენებელი 80%–ია).
2018–2021 წლებში აშენდა 3 სპორტული ცენტრი, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500 სპორტულ მოედანს, რეაბილიტირდა 7 სპორტული ცენტრი, ინვენტარით აღიჭურვა 6 სპორტული ცენტრი, მოეწყო 400–მდე გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 სახელოვნებო სკოლას, 20-მდე სკოლისთვის შეძენილია ინვენტარი და ინსტრუმენტები.
რუკაზე